Friday, May 8, 2009

სახელის დარქმევის ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს საქართველოში. არის ოჯახების უმრავლესობა, სადაც ორი ერთნაირი სახელის ადამიანი მამა-შვილი, პაპა-შვილიშვილი, ბებია-შვილიშივილი, ბიძია-ძმიშვილი და ა.შ. ეს ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა ცოცხლებისთვის, გარდაცვლითათვის კი მათი სახელის უკვდავსაყოფად.

დროთა განმავლობაში სუფთა ქართულ სახელებთან ერთად, ქართულ ტომრბს უცხოური წარმოშობის სახელებიც შეუთვისებიათ. დღეს უკვე ძნელად თუ გავარჩევთ რომელი უცხოური და რომელი ქართული სახელებია.

ბერძნულიდან სასესხებია თვით ბერძნული და ძველბერძნული სახელები, რომელთა დიდი ნაწილის წყარო ძველი და ახალი აღთქმის წიგნებია. ებრაული წარმოშობის სახელია - იესე.

,,მე იესე მქვია, ჩემი სახელი ებრაული წარმოშობისა ყოფილა და ქართულად ნიშნავს - ხსნა უფლისა. წარმოშობით ატენის ხეობაში მდებარე სოფელ ბოშურიდან ვარ. ეს სახელი დედამ დამარქვა. ჩემს დიდ პაპას იოსები ერქვა. იოსები (სოსო) ბიძა მყავს ამიტომ მსგავიც იყო და დედასაც მოსწონდა ეს სახელი. სულ ვეკითხები დედას ჩემს კლასში ორი ლუკაა, ორი ნინოა, ორი მარია, ორი გიორგია, რატო ორი იესე არ არის? არც ჩემს სოფელში, არც სანათესაოში იესე არავის ჰქვია. ეს კარგიცაა, მაგრამ მე მინდა რომ ჩემი სახელისა სხვაც იყვეს.

ჩემი მასწავლებლის და დედას დახმარებით გავიგე, რომ საქართველოს ისტორიაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ეს სახელი ერქვა.ისიც მითხრეს, რომ ეს იესეები დიდი სასახელო საქმეებით არ გამოირცეოდნენ. მე მონდა რომ ჩემზეც ასე არა თქვან და ჩემმა სახელმა კარგი და სასახელო საქმეებისკენ მიბიძგოს. მოფერებით სახლში იესუნესაც მეძახიან . ჩემი პატარა დაიკო შემოკლებით იე-საც მეძახის. მეზობლის ბავშვებს ჩემი სახელის წარმოთქმა რომ უჭირდათ ეცეცეს და ესეს მეძახდნენ. ბევრს უთქვია, ლამაზი და იშვიათი სახელი გქვიაო. იოსესაც მეძახდნენ, რადგან რადგან ჩემი დიდი პაპის სახელიც არის და მის კერაზე ვიზრდები. მეც მეამაყბე, რომ ასეთი კარგი პაპა მყოლია და მის სახელს ღირეულად გავაგრძელებ. ზოგი იასეს და იესელასაც მეძახდა. თუმცა უკვე ყველამ ისწავლა, რომ იესე მქვია და უფრო და უფრო მომწონს ჩემი სახელი..

ი-იმედიანი, ე-ენერგიული, ს-სხარტი, ე-ენაკვიმატი.